მათემატიკის წრე
უნცროსკლასელთა მათემატიკის წრე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათემატიკით დაინტერესებულ ბავშვებს მათემატიკის უფრო ღრმად შესწავლაში, ვიდრე ეს მას სკოლაში შეუძლია.
არსებობს უამრავი საიმტერესო საკითხი, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერ განიხილება სასკოლო პროგრამაში, თუმცა დიდ საგანმანათლებლო ღირებულებას წარმოადგენს.
ასეთი საკითხების განხილვა აფართოებს ბავშვის თვალთახედვას, ხელს უწყობს პროგრამული მასალის უფრო ღრმად და შეგნებულად შესწავლაში.
შესთავაზეთ თქვენს შვილს ამოცანები ქვემოთ მოყვანილი შესარჩევი ამოცანების სიიდან. ეს ამოცანები ისეა შერჩეული, რომ მისაწვდომია მოსწავლისთვის რომელსაც საფიძვლიანად აქვს შესწავლილი მეოთხე კლასის მასალა, თუმცა კარგი ამოხსნის პოვნა ადვილი არ არის და გარკვეულ გამჭრიახობას მოითხოვს.
თუ თქვენი შვილი დაინტერესდა თუნდაც ერთი ამოცანით, თამამათ შეგიძლიათ ურჩიოთ ჩვენს მეცადინეობებზე დასწრება.
ჯგუფები დაკომპლექტდება გასაუბრების შედეგად, მსმენელთა მომზადების დონის გათვალისწინებით.
მათემატიკის წრეზე დასარეგისტრირებლად მოსწავლე უნდა გაეცნოს შესარჩევ ამოცანებს და გამოგვიგზავნოს ამოხსნები.