რობოტიკის გაცნობითი კურსი VI–VIII კლასის მოსწავლეებისთვის
|
თუ თქვენს შვილს უყვარს ნაკეთობების საკუთარი ხელით შექმნა და ჩხიკედელაობა, გატაცებულია ტექნიკით და აინტერესებს ინფორმაციული ტექნოლოგიები, მას უსათუოდ დააინტერესებს ეს კურსი. გაცნობითი კურსი მიზნად ისახავს ბავშვების თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებას. მცირერიცხოვანი (4 მსმენელამდე) ჯგუფის თითოეული მონაწილე 12 მეცადინეობის (24 აკადემიური საათის) შედეგად: |
| გაეცნობა 3D პრინტერის მუშაობას და დაბეჭდავს რობოტის ნაწილებს |
|
| გამოიყენებს მიკროკონტროლერს და სერვოძრავებს რობოტის ასამოძრავებლად |
|
| ისწავლის MicroPython-ზე რობოტის სამართავი მარტივი პროგრამების წერას |
|
| გამოიყენებს Web-ტექნოლოგიებს რობოტის დისტანციურად სამართავად |
|
|
სახლში წაიღებს საკუთარი ხელით დამზადებულ რობოტს, |
კურსი შეუქმნის ბავშვებს წარმოდგენას რობოტის შექმნისა და მართვის ძირითად ეტაპებზე,
რაც გაუღვივებს ინტერესს მომიჯნავე საგნების (მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის) უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისადმი.
ჯგუფები დაკომპლექტდება გასაუბრების შედეგად, მსმენელთა მომზადების დონის გათვალისწინებით.
რობოტიკის კურსზე დასარეგისტრირებლად მოსწავლე უნდა გაეცნოს შესარჩევ ამოცანებს და გამოგვიგზავნოს ამოხსნები.