მათემატიკის წრე V-VI კლასის მოსწავლეებისათვის
თუ თქვენი შვილი ავლენს მიდრეკილებას მათემატიკისადმი და გეგმავთ მომავალში გააგრძელებინოთ სწავლა მათემატიკუტი ან საბუნებისმეტყველო პროფილის სასწავლებელში, ეს წინადადება უსათუოდ დაგაინტერესებთ.
ვრცლად იხილეთ მათემატიკის წრე
გაცნობითი კურსი VI-VIII კლასის მოსწავლეებისათვის
თუ თქვენს შვილს უყვარს ნაკეთობების საკუთარი ხელით შექმნა და ჩხიკედელაობა, გატაცებულია ტექნიკით და აინტერესებს ინფორმაციული ტექნოლოგიები, მას უსათუოდ დააინტერესო ეს კურსი.
ვრცლად იხილეთ რობოტიკის კურსი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.
მათემატიკის წრეზე ან რობოტიკის კურსზე დასარეგისტრირებლად მოსწავლემ უნდა ამოხსნას ერტი მაინც ამოცანა შესარჩევი ამოცანების სიიდან , დარეგისტრირდეს და ატვირთოს ამოხსნები.
მოსწავლეთა საყურადღებოთ:
- ამოცანებზე შეგიძლიათ იმუშავოთ ამხანაგებთან ერთად;
- შეგიძლიათ მიიღოთ უფროსების რჩევა;
- არ მიმართოთ რჩევისთვის ხელოვნურ ინტელექტს;
- გამოთვლები შეასრულეთ კალკულატორის გარეშე;
- თუ რომელიმე ამოცანის ამოხსნის შემდეგ მიხვდებით, რომ ის შეიძლებოდა უფრო მარტივად ამოგეხსნათ, გამოგვიგზავნეთ როგორც თავდაპირველი, ისე გაუმჯობესებული ამოხსნა;
- დაწვრილებით აღწერეთ ამოხსნის თითოეული ნაბიჯი, ნუ გამოგზავნით მხოლოდ პასუხებს;
- მიუხედავად იმისა, თუ ვისთან ერთად არჩევდით ან ვისი დახმარებით სარგებლობდით,
გამოსაგზავნი ნაშრომი დაწერეთ დამოუკიდებლად; - ამოხსნები გარკვევით დაწერეთ მათემატიკის რვეულში ან თაბახის ფურცლებზე, გადანომრეთ
ფურცლები, გადაუღეთ სურათი, დარწმუნდით, რომ სურათზე გვერდი მთლიანად ჩანს და
ჩამოჭრილი არ არის და გამოგზავნეთ ვებ გვერდზე მითითებული ღილაკის გამოყენებით,
რომელსაც აწერია „რეგისტრაცია და ამოხსნების ატვირთვა“; - თუ შესაძლებლობა გაქვთ მოამზადოთ ამოხსნის ელექტრონული ვერსია და ატვიათოთ
ის სურათების ნაცვლად; - პირველი გვერდის დასაწყისში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, კლასი, სკოლა, საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.